თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ. ქართველის გუნდმა, თედ კოლეჯლერმა სტუმრად კონიასფორი დამატებით დროში - 100:95 დაამარცხა.
სანიკიძემ მოედანზე 36:08 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
9 მოგებითა და 12 მარცხით თედ კოლეჯლერი ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: GBF.ge