NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და მეტოქე 112:95 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ჯორდან კლარსონი გახდა, რომელმაც ლეიკერს 25 ქულა მოუტანა. სტეფან კარიმ კი უჩვეულოდ ცოტა - 18 ქულა მიითვალა.
ოქროს შტატელები მიმდინარე სეზონში მეექვსედ დამარცხდნენ, თუმცა დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობენ და უკვე გაინაღდეს ფლეი ოფში ასპარეზობის უფლება. ლეიკერსი კი კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს.
ფოტო: NBA.com