16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"რონალდო სჯობია თუ მესი," - ამ თემის განხილვის დროს მეგობარმა მეგობარი მოკლა

ინდოეთში "რონალდო თუ მესი" თემის განხილვის დროს დაბადების დღის წვეულებაზე მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა. ამ ინფორმაციას Mundodeportivo პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნიგერიის მოქალექეები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და კამათის დროს მესის მხარდამჭერმა რონალდოს ფანს ჭიქა ესროლა, თუმცა მიზანს ააცილა. რონალდოს გულშემატკივარმა იგივე ქმედება გაიმეორა და ჭიქის ნატეხი აიღო და მეგობარი დაჭრა. ეს ინციდენტი ფატალური შედეგით დასრულდა.

ხმაურზე მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და ახალგაზრდა მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

წყარო: Mundodeportivo 

დღის ამბები