თურქეთის საკალათბურთო ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, თუმცა დარუშაფაკა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ იეშილგირესუნთან 72:77 დამარცხდა.
მარკოიშვილმა 19 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა მიითვალა და თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
12 მოგებითა და 9 მარცხით დარუშაფაკა თურქეთის ლიგაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ქართველი უკანახაზელის გუნდი 12 მარტს, კონიასფორის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: GBF.ge
ფოტო: არქივი