გერმანული Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი, მარიო გიოტცე, საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
23 წლის ფეხბურთელი 5 თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო და თებერვალში შეძლო ვარჯიშის განახლება, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. გამოცემის ცნობით კი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოხიმ ლიოვი გიოტცეს დიდ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ფეხბურთელს განაცხადას მიღმა დატოვებს, რადგანაც მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველს მხოლოდ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სწორედ გიოტცეს გოლმა მოუტანა გერმანელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
წყარო: BILD