ლონდონის ჩელსის ყოფილი ექიმი ჟოზე მოურინიოსგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ კარნეიროს უფლებების დამცველმა განაცხადა.
"ჩვენ მოურინიოსგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვითხოვთ," - განაცხადა მერი ოროუკემ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ევა კარნეირო ლონდონის ჩელსიში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. გასული წლის სექტემბერში პორტუგალიელ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო მან კლუბი დატოვა. რამდენიმე თვეში კი ექიმის ბედი თავად მოურინიომაც გაიზიარა - ჩელსიმ პორტუგალიელი მწვრთნელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.
წყარო: Eurosport