8-დან 13 მარტის ჩათვლით ახალი სპორტის სასახლე 19–წლამდე ასაკის ხელბურთელთა შორის ქალთა თასის გათამაშებას უმასპინძლებს.
საერთაშორისო ტურნირში საქართველოს გოგონათა ნაკრების გარდა, კიდევ შვიდი გუნდი ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები A ჯგუფში; კვიპროსი, ალბანეთი და ლატვია იქნებიან.
პირველ ტურის შეხვედრას გიორგი გვაზავას მომზადებული გუნდი ხვალ, 18:00 საათზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
ტურნირის გამარჯვებული გუნდი 2017 წელს ინტერკონტინენტალურ თასზე ითამაშებს.