საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ღვინიაშვილი, პერუში პანამერიკის ღია პირველობაზე -100კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა.
ღვინიაშვილმა, რომელიც უკანასკნელი პერიოდია 90-ის ნაცვლად 100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალურ შეხვედრაში ესტონეთის წარმომადგენელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ღვინიაშვილს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში 100 ქულა შეემატა. მომდევნო კვირას ის არგენტინაში ანალოგიურ ტურნირში იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წვერებს ვაჟთა შორის 7 შესაძლებლობიდან 6 წონით კატეგორიაში (100 კგ-ს გარდა) უკვე განაღდებული აქვთ ოლიმპიური ლიცენზია.