16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
FIFA-მ ფეხბურთის წესებში ცვლილებების პროექტი მიიღო

FIFA-მ და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირმა ფეხბურთის წესებში ცვლილებების პროექტი მიიღო და სატესტო ტეჟიმში დაამატკიცა.

FIFA-ს ახალმა პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ახლოსაა ისტორიულ გადაწყვეტილებასთან. ფაქტობრივად დამტკიცდა ვიდეოგამეორებების სიტემა, რომლის გამოყენებაც 2017-2018 წლის სეზონში დაიწყება.

* მსაჯებს მიეცემათ უფლება ფეხბურთელები ჩხუბის შემთხვევაში მატჩის დაწყებამდე გააძევონ.

* ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება 4 ცვლილების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნება.

* მატჩის დაწყებისას ფებურთელებს ბურთის შეყვანა თამაშში ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ. 

* უქმდება წესი, როდესაც მეტოქის კარში პენალტიც ინიშნება და დამნაშავე ფეხბურთელს წითელ ბარათს აჩვენებენ, რის გამოც გუნდი კაცნაკლული რჩება.

ყველა ცვლილება სატესტო რეჟიმში 1 ივნისიდან ამოქმედდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ წესებს ევრო 2016 ზე და კოპა ამერიკაზე გამოიყენებენ.

დღის ამბები