16 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
მარია შარაპოვა დოპინგ სკანდალში გაეხვა

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, დოპინგ სკანდალში გაეხვა. შარაპოვას დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის დროა გაიარა დადებითი იყო. ჩოგბურთელის ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოაჩინეს.

შარაპოვამ ლოს ანჯელესში პრესკონფერენცია მოიწვია და ამის შესახებ თავად განაცხადა. თავდაპირველად უცხოური მედია ვარაუდოდა, რომ ბოლოდროინდელი ხშირი ტრავმებიდან გამომდინარე რუსი კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა ჩოგბურთელის განცხადება იმაზე სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც წელს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვამ საკუთარი დანაშაული აღიარა და ბოდიში მოიხადა, რადგან ყურადღება არ მიაქცია პრეპარატის აკრძალვის შესახებ მიღებულ წერილს. 

"ცოტა ხნის წინ ანტისადოპინგო ასოციაციიდან წერილი მივიღე, რომელშიც აკრძალული პრეპარატების სია იყო, თუმცა მე ამას ყურადღება არ მივაქციე. ეს ჩემი შეცდომაა. მე ჩემი გულშემატკივრები დავაღალატე. არ მინდა კარიერის მსგავსი მიზეზით დასრულება. იმედი მაქვს, მეორე შანს მომცემენ. ამ პრეპარატს 2006 წლიდან ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ვიღებდი და მე უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ის აკრძალული იყო," - განაცხადა შარაპოვამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციებს დააკისრებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მარია შარაპოვას.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები