16 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა - რეალმა რომა 2 მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მადრიდის რეალმა რომას უმასპინძლა, ვოლფსბურგმა კი გენტს.

მადრიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს (2 მატჩის ჯამში 4:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიუხედავად რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი იტალიური კლუბის ფეხბურთელებსაც, ჰქონდათ თუმცა გატანა ვერ მოახერხეს. გერმანიაში კი ვოლფსბურგმა გენტი 1:0 დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 4:2) და გუნდის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

დღეს კიდევ 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართება. სანქტ-პეტერბურგის ზენიტი ბენფიკას მიიღებს, ჩელსი კი პსჟ-ს. რუსული კლუბი პირველ შეხვედრაში 1:0 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს. ლონდონში გასამართ მატჩში კი დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. საფრანგეთში პსჟ-მ ჩელსის 2:1 მოუგო და საპასუხო შეხვედრაში არისტოკრატებს 1:0 გამარჯვებაც აწყობთ. 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები