16 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"რეალი ჩემი ერთადერთი სინანულია," - ფრანჩესკო ტოტი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის რეალმა რომას უმასპინძლა და მეტოქე 2 მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა.

თამაშის 74-ე წუთზე მოედანზე ფრანჩესკო ტოტი შემოვიდა, მადრიდელი გულშემატკივრები კი იტალიელს აპლოდისმენტებით შეეგებნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ტოტი ამ ფაქტით ბედნიერი იყო. 39 წლის ფეხბურთელმა ის დრო გაიხსენა, როდესაც რეალში გადასვლა შეეძლო.

"შესანიშნავი გრძნობა იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთისთვის რაღაც გამიკეთებია.ამ ემოციისთვის მინდა სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემს კარიერაში რეალი ერთადერთი სინანულია,"- განაცხადა ტოტიმ.

რომას კაპიტანმა ასევე, განაცხადა, რომ ამ საღამოს არასოდეს დაივიწყებს. 

წყარო: Eurosport

დღის ამბები