არგენტინული რივერ პლეიტის მეკარემ, მარსელო ბაროვერომ, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს მესის თავაზიანი საქციელი გაიხსენა.
"მატჩის დასაწყისში მე მესის დარტყმული რთული ბურთის მოგერიება მოვახერხე. ის ჩემთან მოვიდა, ადგომაში დამეხმარა და თავზე ხელი გადამისვა. მე მას ვუთხარი, რომ ამით ჩემი შვილის ოცნება ახდა - ენახა მამამისი კადრში მესისთან ერთად. მატჩის შემდეგ კლაუდიო ბრავოს გავუცვალე მაისური, ამ დროს კი ლეომ თავისი ბუცები გადმომცა და მითხრა: "ეს ბუცები შენი ვაჟისთვის არის." მე გავიყინე, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ეს მისი მხრიდან ძალიან დიდი თავაზიანობა იყო," - განაცხადა ბაროვერომ.
Eurosport-ის შეფასებით, ამ ისტორიის შემდეგ მესი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გულშემატკივრების თვალში მეტ სიმპატიას დაიმსახურებს.
წყარო: Eurosport