ბარსელონამ თავისი სტადიონის, კამპ ნოუს, რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. საფეხბურთო არენის რეკონსტრუქციაზე იაპონური კომპანია NIKKEN SEKKEI და Pascual Ausio Arquitectes იზრუნებენ. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.
სტადიონის განახლებითი სამუშაოები 2017-2018 წლის სეზონში დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. რეკონსტრუქციის შემდეგ კამპ ნოუ 105.000 გულშემატკივარს დაიტევს.
ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.