16 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
საქართველო VS რუსეთი - ყველაზე პრინციპული შეხვედრების ათეულში დაასახელეს

Daily Telegraph-მა მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ყველაზე პრინციპული 10 შეხვედრა დაასახელა.

ათეულში მოხვდა საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაც, სტატიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს გამართული მატჩი, რომელიც ჩვენმა გუნდმა წააგო ერთადერთი გამონაკლისია და დარჩენილი 18 დაპირისპირებიდან 1 ფრედ დასრულდა, ხოლო 17 შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მოიგეს.

გამოქვეყნებულ ათეულში შემდეგი მატჩები შევიდა;

სამოა-უელსი

ირლანდია-ინგლისი

საქართველო-რუსეთი

უელსი-ირლანდია

ინგლისი-შოტლანდია

ახალი ზელანდია-საფრანგეთი

საფრანგეთი-ინგლისი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ინგლისი-უელსი

სამხრეთი აფრიკა-ახალი ზელანდია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთს 12 მარტს დაუპირისპირდება.

 

დღის ამბები