16 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ფეხბურთის განვითარების პროგრამის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის გარშემო დისკუსია მიმდინარეობს.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა, მიიჩნევს რომ ფონდში იმ თანხების მობილიზება, რომელიც სხვადასხვა მინიციპალიტეტების ანგარიშზე იყო ფეხბურთის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

დეპუტატის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ფონდის ხელმზღვანელი. ზაზა დოლიძე დარწმუნებულია, რომ კლუბები მუნიციპალიტეტებისაგან გათვალისწინებული თანხებისგან გაცილებით მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

ავტორი: დავით ერაძე

დღის ამბები