ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართა. ლონდონის ჩელსიმ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს უმასპინძლა, ზენიტმა კი ბენფიკას.
ლონდონში პსჟ-მ მეტოქე 1:2 დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 4:2) და ჩელსიმ ტურნირი დატოვა. შეხვედრაში ანგარიში პარიზელებმა მე-16 წუთზე გახსნეს. დიეგო კოსტამ კი მალევე გაათანაბრა, თუმცა საბოლოო შედეგი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 67-ე წუთზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ჩელსი ზედიზედ მეორედ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან.
სათამაშო დღის მეორე წყვილში კი ზენიტმა საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ ბენფიკას უმასპინძლა. რუსული კლუბი მეტოქესთან 2 მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა. რაც შეეხება შეხვედრას - ანგარიში მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ბრაზილიელმა ჰალკმა გახსნა და სანქტ-პეტერბურგის გუნდი დააწინაურა, თუმცა ბენფიკამ 85 და 90 წუთებზე 2 გოლის გატანა მოახერხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი საპასუხო შეხვედრები 15-16 მარტს გაიმართება.
ვიდეო: Goaslarena.org