16 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
AS – "რეალმა დორტმუნდთან ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა"

ესპანური გამომცემლობა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა სატრანსფერო შეთანხმებას მიაღწია დორტმუნდის ბორუსიასთან და პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომავალი სეზონიდან სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 90-100 მილიონი ევრო იქნება.

გაბონელი თავდამსხმელი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ობამეინგმა 37 შეხვედრაში 32 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა, მიხაილ ცორკმა უარყო.

"ეს აბსურდია. ჩვენ არ ერთი კლუბისგან არ მიგვიღია შემოთავაზება," - განაცხადა ცორკმა. 

ობამეიანგს დორტმუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

დღის ამბები