16 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სტეფან კარიმ მეორე პერიოდის ბოლო წამზე ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გათამაშების მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი იუტას დაუპირისპირდა და მეტოქე 115:94 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი სტეფან კარის მიერ მეორე პერიოდის ბოლო წამზე მოედნის ცენტრიდან ჩაგდებული 3 ქულიანი იყო. უშუალოდ თამაშში კი კარიმ მხოლოდ 12 ქულა მიითვალა, რაც მისი ბოლო შედეგებიდან გამომდინარე დაბალი მაჩვენებელია.

გოლდენ სტეიტი დასავლეთის კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს. მეომრებს 63 ჩატარებული მატჩიდან 57 მოგებული აქვს.

 

ვიდეო: NBA.com

დღის ამბები