16 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას ინგლისური კლუბები აკვირდებიან

გერმანული სპორტული ვებგევრდის Revie-rsport-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და დუისბურგის ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ჭანტურიას ინგლისის კლუბები აკვირდებიან.

საუბარია პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე მყოფ კრისტალ პალასზე და ჩემპიონშიპის კლუბზე, ქუინზ პარკ რეინჯერსზე. გუნდების წარმომადგენლები დუისბურგის ბოლო შეხვედრას დაესწრნენ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 22 წლის ქართველით ბუნდესლიგის სამი კლუბი: აუგსბურგი, კიოლნი და ვერდერი დაინტერესდა.

დღის ამბები