მანჩესტერ სიტის არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, Goal.com-თან საუბარში ლიონელ მესისთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. აგუეროს თქმით, მესი მას უყვებოდა, რომ გვარდიოლასგან ბევრი ისწავლა რამაც აგუეროს გაკვირვება გამოიწვია.
"როდესაც ჩვენ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამოვდიოდით მესი მიყვებოდა გვარდიოლასთან დაკავშირებულ ისტორიებს. ლეომ მითხრა, რომ ესპანელმა მწვრთნელმა მას ბევრი რამ ასწავლა. მე კი მას ვუპასუხე - "იდიოტო, გვარდიოლა გასწავლის ბურთს უკეთესად როგორ დაარტყა?" ცოტა უცნაურია, როდესაც სეზონის დასრულებამდე 4 თვით ადრე იგებ, რომ პელეგრინი თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს გვარდიოლა დაიკავებს. იმედი მაქვს, ჩვენ ტიტულებს მოვიგებთ, რადგანაც პელეგრინი ლამაზად წავიდეს. ამის შემდეგ კი გვარდიოლასთან მუშაობას უნდა შევეგუოთ," - განაცხადა აგუერომ.
მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 50 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. მომავალი სეზონიდან კი მანჩესტერულ კლუბს პეპ გვარდიოლა უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელია.