დღეს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს 19 წლამდე ქალ ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა და ალბანეთი 44:6 დაამარცხა.
ქართველმა ხელბურთელებმა მესამე შეხვედრაც მოიგეს და ქულათა მაქსიმუმით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად თინათინ ქიტესაშვილი დასახელდა, რომელმაც 15 ბურთი გაიტანა.
ნახევარფინალურ შეხვედრა ეროვნული გუნდი 12 მარტს გამართავს.