საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მე-18 შეეცდება ისტორიული მეტოქე დაამარცხოს. ამ დრომდე ბორჯღალოსნებმა რუსეთთან 19 შეხვედრა გამართეს, სტატისტიკა კი ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს. 17 გამარჯვება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი. ერთადერთი გამარჯვება რუსებმა 23 წლის წინ - 1993 წელს მოიპოვეს.
სარაგბო დაპირისპირებას ქალაქი სოჭი უმასპინძლებს. სოჭში საქართველოს ნაკრებს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორივე შემთხვევაში თამაში ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო-რუსეთის მატჩი 2015 წელს თბილისში გაიმართა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე 33 ქულიანი სხვაობით გაანადგურეს.
ბორჯღალოსნები სოჭში დღეს საღამოს გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრებიან. მომავალ შეხვედრას მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, მერაბ შარიქაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან დათუნაშვილი გამოტოვებენ.
რუსეთ-საქართველოს რიგით 20-ე მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: არქივი, საქართველოს რაგბის კავშირი.