ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალურ შეხვედრაში ბელორუსი გიორგი კალიევი 6:1 დაამარცხა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს დელეგაციას უკვე 2 ბრინჯაოს და 1 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა ის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.
ფოტო: არქივი
ვიდეო: unitedworldwrestling.org