საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულებულ ჩემპიონატზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე მესამე ადგილები კი რუსეთისა და უკრაინის გუნდებმა გაინაწილეს.
ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა, დავით მარსაგიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვეს.