დღეს, ქალაქ სოჭში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
ბორჯღალოსნებს შანსი აქვთ ისტორიული მეტოქე მე-18 დაამარცხონ. ამ დრომდე საქართველომ რუსეთთან 19 შეხვედრა გამართეს, სტატისტიკა კი ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს. 17 გამარჯვება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი. სოჭში ბორჯღალოსნებს 2 მატჩი აქვთ ჩატარებული და ორივე შემთხვევაში თამაში ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა
რუსეთ-საქართველოს რიგით 20-ე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: არქივი