მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ევროპა ლიგაზე ლიპერპულთან 2:0 წაგებულ შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული "სეივი" შეასრულა.
ესპანელი მეკარემ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან რამდენიმე ეპიზოდში იხსნა, მატჩში ლივერპული დიდი უპირატესობას ფლობდა და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო.
დე ხეას ეფექტური თამაშის შემდეგ სოციალური ქსელში მომხმრებლები ისევ ზაფხულში მომხდარ ისტორიას იხსენებენ და მადრიდის რეალს დასცინიან. დე ხეა სამეფო კლუბში უნდა გადასულიყო, მაგრამ ბლანკოსის ოფისში ფაქსის აპარატი გაფუჭდა და რეალმა ფეხბურთელის ტრანსფერის დარეგისტრირება ვეღარ მოახერხა.
Eurosport-მა კი ესპანელის თამაში შემდეგნაირად შეაფასა - "დე ხეას ზებუნებრივი სეივი, რომლის შემდეგაც ესპანელს ხელფასი უნდა გაუზარდონ".
25 წლის დე ხეა მანჩესტერში 2011 წელს გადავიდა.
წყარო: Eurosport