საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ სოჭში გამართულ შეხვედრაში რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:24 დაამარცხა.
რაგბი ევროპის გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
საქართველოს რუსეთთან 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ქართველ მორაგბეებს უკვე 18 გამარჯვება დაუგროდათ. ბოლოს ბორჯღალოსნებმა ისტორიულ მეტოქესთან 1993 წელს წააგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თბილისში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი