ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში ბარსელონამ ხეტაფეს უმასპინძლა და მეტოქე 6:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა - ხუან როდრიგესმა მე-8 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ლიონელ მესიმ პენალტის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა არგენტინელმა ტაიმის მიწურულს მაინც შეძლო თავისი გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ მესიმ შეხვედრაში 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბლაუგრანას სხვა ფეხბურთელებიდან თავი მუნირ ელ ჰადადიმ, ნეიმარმა (2) და არდა თურანმა გამოიჩინეს.
ლა ლიგას ბარსელონა 74 ქულით ლიდერობს.
ვიდეო: Goalsarena.org