16 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დღეს, საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი სლოვაკი, ვლადიმერ ვაისი იქნება.

რადიო ჯაკოს სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, მას დღეს წარადგნენ, თუმცა მანამდე მწვრთნელს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დაამტკიცებს.

ვლადიმერ ვაისი ამ პოსტზე კახა ცხადაძეს შეცვლის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომისიამ იანვარში გაათავისუფლა. ცხადაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა დაპირისპირება მასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შორის.

ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც სლოვაკები ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშნენ. ბოლო პერიოდში 51 წლის სპეციალისტი ყაზახური ქაირათის თავკაცი იყო.

საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ლევან კობიაშვილი წარადგენს.

დღის ამბები