16 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
პსჟ-მ ტრუა 0:9 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

პარი სენ ჟერმენი ისტორიაში მეექვსედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 

პარიზელებმა გუშინ სტუმრად ტრუა 0:9 გაანადგურეს და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული. ლორან ბლანის გუნდი 8 ტურით ადრე გათამაშებას 77 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ მონაკოს 25 ქულით უსწრებსს, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ დანარჩენ ტურებში სხვა გუნდებისთვის მიუღწეველია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრუასთან შეხვედრაში პოკერი შეასრულა, ედისონ კავანიმ კი დუბლი გაიფორმა.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები