პსჟ-ს შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იბრაჰიმოვიჩის თქმით, თუ პარიზელები ეიფელის კოშკის ნაცვლად მის ძეგლს დადგამენ, ამ შემთხვევაში კლუბში დარჩება.
"მე პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან და კლუბის გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა მომავალი სეზონიდან სხვა გუნდში გავაგრძელებ კარიერას. სეზონის დასრულებამდე კიდევ დრო არის დარჩენილი და იმედი მაქვს, ამ პერიოდისგან სიამოვნებას მივიღებ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა იქნება ზაფხულის შემდეგ, თუმცა ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მე პსჟ-ში აღარ ვიქნები.
- თქვენ აქ ბევრს უყვარხართ და ეს არ არის საკმარისი?
"მე ვფიქრობ, რომ მათ არ შეუძლიათ ეიფელის კოშკის ჩემი ძეგლით ჩანაცვლება".
- დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ
"არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ გპირდებით, რომ დავრჩები".
იბრაჰიმოვიჩი პარიზულ კლუბში 2012 წელს მილანიდან გადავიდა და გუნდთან ერთად ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
წყარო: Eurosport