ზაზა ფაჩულიას გუნდი, დალას მავერიკსი, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატში ზედიზედ მეხუტე მატჩში დამარცხდა. ტეხასელებმა საკუთარ მოედანზე ინდიანა მიიღეს და 105:112 დათმეს შეხვედრა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 17 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკის ჰქონდა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა.
მავერიკსი 33 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავეთ კონფერენციის 7-8 ადგილებს პორტლენდთან იყოფს.