საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.
სლოვაკი სპეციალისტის კონტრაქტი შესარჩევი ეტაპის ბოლომდე იქნება გათვლილი და მწვრთნელის ანაზღაურება ფედერაციის ახალი მოდელით, ბონუს სისტემით, განისაზღვრება. როგორც კურიერთან საუბარში აღმასკომის წევრები აცხადებენ, ნაკრების მწვრთნელის ხელფასი მის წინამორბედებთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა და კარგი შედეგის შემთხვევაში ვაისი დამატებით სარგოს მიიღებს.
წარსულში ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც სლოვაკები ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშნენ. ბოლო პერიოდში 51 წლის სპეციალისტი ყაზახური ქაირათის თავკაცი იყო.
საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ლევან კობიაშვილი წარადგენს. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
რაც შეეხება ნაკრების ყოფილი მწვრთნელს კახა ცხადაძეს - მისი ადვოკატის განცხადებით ფედერაციამ და ცხადაძემ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.