ინგლისის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ევერტონმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
არისტოკრატების თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ საქციელმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა. ესპანეთის ნაკრების წევრმა მატჩის მეთერთმეტე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. რეფერიმ კი ეს ეპიზოდი ვერ დაინახა.
შეხვედრის მიწურულს კოსტამ ევერტონის ნახევარმცველს, გარეთ ბარის დაუპირისპირდა. კოსტამ ფეხბურთელისთვის კისერში კბენა დააპირა და ერთი შეხედვით მოახერხა კიდეც, თუმცა თავად ბარიმ განაცხადა, რომ დიეგოს მისთვის არ უკბენია და ეპიზოდი წარსულს ჩაბარდა. ამ ინციდენტის შემდეგ კი ჩელსის თავდამსხმელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
უცხოური მედია კოსტას აქტიურად აკრიტიკებს. ერთ-ერთმა გამოცემამ ფეხბურთელს სამარცხვინოც კი უწოდა.
წყარო: Eurosport