თურქეთის საკალათბურთო ლიგაში ვიქტორ სანიკიძის გუნდი, ტედ ანკარა კოლეჯლილერსი, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს გალათასარაის დაუპირისპირდა და მეტოქესთან 78:88 დამარცხდა.
სანიკიძემ მოედანზე 33:22 წუთი გაატარა და თავის გუნდში საუკეთესო შედეგიც ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ტედ ანკარა კოლეჯლილერს 8 მოგება და 13 მარცხი აქვს. კოლეჯლილერსი 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება.
წყარო: GBF.ge