16 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ედვინ ვან დერ საარი ფეხბურთს 1 მატჩისთვის დაუბრუნდა და პენალტი მოიგერია

ლეგენდარული ჰოლანდიელი ვეტერანი მეკარე, ედვინ ვან დერ საარი, ფეხბურთს 1 მატჩით დაუბრუნდა და პენალტის მოგერიება მოახერხა.

45 წლის მეკარემ თავის მშობლიური კლუბის ნორდვეიკის რიგებში ითამაშა, რომელიც ჰოლაანდიის რიგით მეოთხე დივიზიონში გამოდის. ვან დერ საარმა კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნა შეუსრულა და ტრავმირებული მეკარე 1 მატჩით შეცვალა.

ჯორდან ბოისის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ საარმა კარიერა 2011 წელს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში დაასრულა.

 

დღის ამბები