საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგში 1 ადგილით დაწინაურდა და ამჯამად მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
ბორჯღალოსნებმა ტონგას ნაკრებს გადაუსწრეს და 72.21 ქულა აქვთ. რეიტინგს კვლავ ახალი ზელანდია ლიდერობს.
შემდეგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 19 მარტს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი დინამო არენა უმასპინძლებს.
წყარო: worldrugby.org