16 ნოემბერი 2024,   20:08
ვრცლად
ქალთა მსოფლიოს თასის გათამაშება ხელბურთში - საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა

ქალთა მსოფლიოს თასის გათამაშება ფარერების 19- წლამდე ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში კუნძულელთა გუნდმა საქართველოს ქალ ხელბურთელთა ნაკრები 28:14 დაამარცხა. მესამე ადგილზე ლატვია გავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიას 30:21 მოუგო.

ტურნირის საუკეთესო ხელბურთელად საქართველოს ნაკრების წევრი, თამარ ჩოგოვაძე დასახელდა.

დღის ამბები