16 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"მე ამ გუნდში დიდი პოტენციალი დავინახე," - ვლადიმერ ვაისი

საქართველოს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გაამრთა. სლოვაკი სპეციალისტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წარადგინა.

"ჩემთვის დღეს აქ ყოფნა არის საპასუხისმგებლო, საპატიო და სასიხარულო. არის სამი მთავარი კომპონენტი, რატომაც დავთანხმდი შემოთავაზებაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე. პასუხისმგებლობა და პატივი - როდესაც უცხოელი სპეციალისტი იღებს შეთავაზებას ნაკრებში მუშაობაზე, ეს მისთვის საპასუხისმგებლოც არის და საპატიოც. სიხარულია, იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში სამუშაოდ ვბრუნდები. დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, შემდეგ კი ლევან კობიაშვილი, მივიღებდი თუ არა შეთავაზებას ეროვნული ნაკრების პოსტზე. მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო შემოთავაზება. ეს იყო გამოწვევა. ამ პერიოდის განმავლობაში გადავხედე ქართული ფეხბურთის ისტორიას, ბოლო ოფიციალურ თამაშებს და ამხანაგურ შეხვედრებს. მე ამ გუნდში, უკვე ჩვენს გუნდში დიდი პოტენციალი დავინახე", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ლევან კობიაშვილმა კი ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომლის მიხედვითად ვაისის ანაზღაურება ახალი მოდელით - ბონუს სისტემით განისაზღვრება.

"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაისი დათანხმდა ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს და საბონუსე სისტემას. ჩვენს შორის შედგა შეთანხმება, სადაც ჩადებულია შედეგზე ორიენტირებული პირობები. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩვენთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ვლადიმერ ვაისს. ვიმედოვნებ, რომ დასახულ მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ და მისი საქართველოში მოღვაწეობა შედეგიანი იქნება", - აღნიშნა კობიაშვილმა.

51 წლის სლოვაკი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ფედარაციამ ახალ მწვრთნელს პროგრამა მინიმუმად ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაუსახა.

წყარო: GFF.ge

დღის ამბები