ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს რიგაში საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი (75) ევროპის ჩემპიონი გახდა, რობერტ კობლიაშვილმა (85) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დათუნაშვილმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, ფინალში სერბი ვიქტორ ნემესთან გამართულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 33 ქვეყანას შორის 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.