16 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა - მადრიდში გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მადრიდის ატლეტიკომ პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა, მანჩესტერ სიტიმ კი დინამო კიევს.

მადრიდში შეხვედრის ძირითადი დრო, ისევე როგორც პირველ მატჩში ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტები კი მეტოქეზე უკეთ ატლეტიკოს ფეხბურთელებმა შეასრულეს და პსვ 8:7 დაამარცხეს.

სათამაშო დღის მეორე მატჩი ანალოგიური შედეგით 0:0 დასრულა. სიტიმ პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის (3:1) წყალობით შეძლო მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვება.

დღეს კიდევ 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართება. ბარსელონა არსენალს მიიღებს, მიუნხენის ბაიერნი კი ტურინის იუვენტუსს. კატალონიელებმა მეტოქე სტუმრად 0:2 დაამარცხეს და პრაქტიკულად განაღდებული აქვთ შემდეგ ეტაპზე თამაში. გერმანიაში გასამართ მატჩში კი დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნენლი. იტალიაში შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებს შორის გამარჯვებულის ვინაობა ალიანს არენაზე გაირკვევა.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები