16 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა - "ნამდვილი ფეხბურთი გერმანიაში"

გუშინ, ჩემპინთა ლიგაზე კიდევ 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მიუნხენის ბაიერნმა ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა, ბარსელონამ კი არსენალს.

გერმანიაში მატჩის დებიუტში იუვენტუსი ბაიერნის დაცვის შეცდომის წყალობით დაწინაურდა. სტეფან ლიხშტაინერთან ორთაბრძოლაში დავიდ ალაბამ და მანუელ ნოიერმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და პოლ პოგმამ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ამის შემდეგაც უპირატესობას ბებერი ქალბატონი ფლობდა. აღსანიშნავია ალვარო მორატას წამოწყებული შეტევა - ესპანელმა ფეხბურთელა ბაიერნის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და ხუან კვადრადოს საგოლე პასი გაუკეთა. პირველი ტაიმი იუვენტუსმა 0:2 მოიგო. 

მატჩის მეორე ნახევარი კი ბაიერნის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მიუნხენური გუნდი რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ჰქმნიდა. საბოლოოდ, მატჩის 76-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა ანგარიშის შემცირება, შეხვედრის მიწურულს კი ტომას მიულერმა გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსვალენად დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებულ დროში კი იუვენტუსს აშკარად დაეტყო დაღლა და ბაიერნის შეტევებიც სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. 108-ე წუთზე ტიაგო ალკანტარამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში კინგსლი კომანმა(110") დააფიქსირა - 4:2 და ბაიერნი მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ბარსელონამ, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 3:1 დაამარცხა არსენალი. (ორი მატჩის ჯამში 5:1).

გთავაზობთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იასპარეზებენ;

ბარსელონა, ბაიერნი, სიტი, ატლეტიკო, მადრიდის რეალი, ვოლფსბურგი, პსჟ და ბენფიკა. 

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები