16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
U 17 - საქართველოს ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები რუს თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ბოსნიის ნაკრებმა იტალიას ასევე 1:0 მოუგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა. ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიის და რუსეთის ნაკრებები იკავებენ. საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი ბოლო ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის მიერ მომზადებული ნაკრები ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს - ამისათვის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველმა ფეხბურთელებმა იტალია სამბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხონ და ამავდროულად ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა მოუგოს.

 

ფოტო: საქართველოს ფედერაციის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები