საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებულია.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველომ რუმინეთის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით - 38:9 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დასახელდა.
ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლენ, რომელიც ტრადიციულად საქართველო-რუმინეთის შეხვედრის დროს თამაშდება.
შეგახსენებთ, რომ ერთა თასის გათამაშებაში ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის, პორტუგალიის, ესპანეთის, რუსეთის და რუმინეთის ნაკრებები დაამარცხეს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი