საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს უმასპინძლა.
დინამო არენაზე გამართულ მატჩში 36-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა თორნიკე ოქრიაშვილმა მალევე გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - ფრე 1:1 დააფიქსირა.
ნაკრებმა ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩი ჩაატარა, თუმცა სლოვაკმა სპეციალისტმა დებიუტი მოგებით ვერ აღნიშნა. ვაისმა ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია. შეცვლაზე კი ვაწაძე, კვირკველია, კვეკვესკვირი, ყენია და კაჭარავა შემოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარეს გიორგი აბურჯანიამ და ნიკა კაჭარავამ, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ.
ფოტო: არქივი