ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ლიდერმა, მერსედეს ბენცის გერმანელმა პილოტმა, ნიკო როსბერგმა, ზედიზედ მეოთხე რბოლა სოჭში მოიგო და თავის თანაგუნდელ ბრიტანელ, ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 43 ქულამდე გაზარდა.
ჰამილტონს, სტარტის აღება მეათე პოზიციიდან მოუწია, თუმცა თავიდანვე შეძლო რამდენიმე ადგილით წინ წაწევა და რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. ფინიშთან მესამე მივიდა ფერარით, კიმი რაიკონენი, ხოლო მეოთხე იყო მისი თანამემამულე ვალტერ ბოტასი.
კონსტრუქტორთა დავაში მერსედესი 157 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო საფეხურზე კი ფერარი (76 ქულა) იმყოფება.