უელსის მესამე დივიზიონში კევნ დრუისი-კერნარფონ თაუნის შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 0:7 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კი სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები კევნ დრუისის რამდენიმე ფეხბურთელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებული მხარეების გაშველებას გუნდის სხვა წევრები ცდილობდნენ.
საბოლოოდ, არეულობა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა განმუხტა.
წყარო: Eurosport