16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ტორონტომ ფლეი ოფის სერიაში ინდიანა დაამარცხა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი ოფის სერიის რიგით მე-7 შეხვედრა ტორონტო რეპტორსსა და ინდიანა პეისერს შორის 89:84 დასრულდა და მასპინძლებმა საერთო ანგარიშში 4:3 დაამარცხეს მეტოქე.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ტორონტოელთა გამთამაშებელი, დემარ დეროზანი იყო, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. ინდიანას ფორვარდმა პოლ ჯორჯმა კი 26 ქულა მიითვალა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი 12-ჯერ მოხსნა. მისმა თანაგუნდელებმა ჯორჯ ჰილმა 19, ხოლო მონტა ელისმა 15 ქულა მოაგროვეს.

 

დღის ამბები