ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გოუ ეჰედ იგლსი-ბრედას შეხვედრის მეორე ტაიმში მასპინძლელი გუნდის გულშემატკივრებმა სტუმარი კლუბის მეკარეს, იელე ტენ რუველარუს, დედის გარდაცვალების გამო მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სტადიონზე შეკრებილი აუდიტორია ცნობილ სიმღერას You’ll Never Walk Alone-ს (შენ არასოდეს იქნები მარტო) მღეროდა.
35 წლის მეკარეს დედა გასულ კვირას გარდაეცვალა.
შეხვედრა გოუ ეჰედ იგლსის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport